
ხაზარაძის ადვოკატი – ბრალის დადგენილებაზე: "ეს არის პროკურატურის დაცინვა"
24/07/2019 14:02:44 სხვა, სამართალი
TBC–ს დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის განცხადებით, ბრალდების დადგენილება, რომელიც დაცვის მხარემ ცოტა ხნის წინ ჩაიბარა, თავისი შინაარსით ფულის პროკურატურის დაცინვაა.
"1995 წლიდან ვარ ადვოკატი და ასეთი აბსურდული ბრალის დადგენილება არ მინახავს. ბრალის დადგენილებას გარდა სათაურისა, ფულის გათეთრებასთან საერთო არაფერი აქვს. ამას ვამბობ როგორც იურისტი და როგორც ამ ადამიანების [ხაზარაძის და ჯაფარიძის] ადვოკატი სრული პასუხისმგებლობით. ეს არის პროკურატურის დაცინვა და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ საქმეზე მომუშავე კვალიფიციურ გამომძიებლებს ასეთი ფორმით გამოაქვთ დადგენილება. კოდექსში ასე წერია და მეც ასე ვასწავლი სტუდენტებს, რომ ფულის გათეთრება არის უკანონო ბრუნვაში მყოფი ფულისთვის ლეგალური სახის მიცემა. ბრალის დადგენილებაში წერია, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გაათეთრეს TBC–ბანკის ფული. ეს არის იურისტების პირველი და მეორე კურსის პროგრამა და ვინც ამას ვერ გასცდება, მესამე კურსზე ვერ გადადის. ეს არის წარმოუდგენელი რამ. ჩვენ მტკიცებულებებიც გადმოგვეცემა და ვნახავთ",– განაცხადა ადვოკატმა.
კომენტარი გააკეთა ხაზარაძემაც და აღნიშნა, რომ დღეს საბჭოთა პროკურატურაში იმყოფებოდა.