Accentnews.ge
"მივიღე გადაწყვეტილება, შევწყვიტო ამ სისაძაგლის გაშუქება“ – „მთავარ არხს“ რუსთაელიდან ჟურნალისტები გაყავს

"მივიღე გადაწყვეტილება, შევწყვიტო ამ სისაძაგლის გაშუქება“ – „მთავარ არხს“ რუსთაელიდან ჟურნალისტები გაყავს

05/07/2021 11:18:12 საზოგადოება

მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, „მთავარი არხის“ ჟურნალისტები რუსთაველზე ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფების აქციას არ გააშუქებენ.

"მე მივიღე გადაწყვეტილება, მიუხედავად უზარმაზარი საჯარო ინტერესისა, „მთავარი არხის“ ყველა ჯგუფი გამოვიხმო და შევწყვიტო ამ სისაძაგლის გაშუქება, პირველ რიგში ჩემი ჟურნალისტების ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხის გამო",-თქვა ნიკა გვარამიამ.

ანალოგიური განცხადება გააკეთა "ტვ პირველმაც".

შეგახსენებთ, რომ მთელი დღეა, აგრესიული ჯგუფები ძალადობენ განურჩევლად ყველა ჟურნალისტზე, არ მომხდარა პრევენციული ზომების მიღება შსს–ს მხრიდან და არც ერთი პირი ამ დროისთვის დაკავებული არაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S