„რაიონის ხეობის მცველები“ რუსთაველზე, აქციაზე მივიდნენ
05/07/2021 10:43:11 საზოგადოება
„რაიონის ხეობის მცველები“ რუსთაველზე მიმდინარე „პრაიდის“ კონტრაქციას შეუერთდნენ. როგორც თავად განაცხადეს, დაესწრებიან პარაკლისს.
რაც შეეხება ძალადბრივ ატებს, რომელთაც დღეს ადგილი აქვს ქალაქის მასშტაბით, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, მათზე პასუხისმგებლობას საპატრიარქო ვერ აიღებს.
„საპატრიარქო არის ინსტიტუცია, რომელიც არ დააინიცირებს ძალადობას. საპატრიარქომ მოუწოდა ადამიანებს შეკრებისკენ. ითქვა, რომ უნდა აღსრულდეს პარაკლისი, რომელსაც დავესწრებით. ამის გარდა, როდესაც აქ დიდი აქციაა და არა მხოლოდ მრევლია, სხვა ჯგუფებიც არიან, რომლებიცთვისაც ასევე მიუღებელია „პრაიდის“ იდეა და სხვაგვარი ტიპის წინააღმდეგობას თვლიან მიზანშეწონილად, ამას ვერც საპატრიარქო გააკონტროლებს, ვერც ჩვენ. ადამიანი, რომელიც არ ძალადობს პიროვნულად, შეიძლებელია კავშირში მოვიდეს მათთან“,– განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.


