არასამთავრობო ორგანიზაციები: "დღევანდელი განცხადებით პრემიერმა ცეცხლზე ნავთი დაასხა"
05/07/2021 09:53:35 საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაციები "ღირსების მარშის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან და პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას "სამარცხვინოს" უწოდებენ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" თავმჯდომარე ეკა გიგაური აცხადებს, რომ პრემიერმა თავისი განცხადებით ნავთზე ცეცხლი დაასხა და მოძალადეები წაახალისა.
"ეს ყველაფერი არის ლოგიკური გაგრძელება იმის, რასაც ჩენ ქვეყანაში ვუყურებთ, ეს არის პრემიერ ღარიბაშვილის პირდაპირი პასუხისმგებლობა, ის თავისი განცხადებებით ახალისებდა ამ ძალადობრივ ბრბოს და დღევანდელი განცხადებით ცეცხლზე ნავთი დაასხა. ის, რომ პოლიცია საკმარისად არ არის მობილიზებული, ესეც პრობლემაა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არის კოორდინირებული", - აცხადებს გიგაური.
ამასთან, იგი მოძალადეების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმას ეხმიანება და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს:
"ჟურნალისტებზე თავდასხმა არ ისჯება და ეს არის ჩვენი მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მოვუწოდებთ, კიდევ ერთხელ მთავრობას, რომ დაფიქრდნენ, რასაც აკეთებენ".
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებში საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ხელისუფლების პასუხისმგებლობას ხედავს. მისი თქმით, პრემიერმა საკუთარი განცხადებით რადიკალები წაახალისა და წააქეზა.
"აქაც მწვანე შუქი აუნთო სამწუხაროდ ხელისუფლებამ აი, ამ ქმედებებს. რა მოხდება კიდევ საღამომდე სამწუხაროდ, არ ვიცით. ჩვენ ვხედავთ, რომ შსს ქმედებები ფაქტობრივად არაფერია, უსუსურია შსს. მისი ქმედებები გაუგებარია და ვერ ახერხებენ ვერც მედიის საქმიანობის დაცვას, ვერც იმ ადამიანების უფლებების დაცვას, რომლებსაც კარვები ჰქონდათ გაშლილი. ხელისუფლება მეორე მხრივ, პრემიერის განცხადებით აქეზებს და ახალისებს იმ ძალადობრივ ქმედებებს, რასაც ჩვენ ვხედავთ. პარემიერის განცხადება ძალიან არასერიოზული და სამსარცხვინო. ეს უკმაყოფილება, რასაც ჩვენ ვხდეავთ, შეიძლება გადაიზარდოს სხვა მიმართულებით უკმაყოფილებაში და შესაძლებებელია, ამ ადამიანებმა რაც არ უნდა გააკეთონ, ხელისუფლებამ თვალი დახუჭოს", – აცხადებს სიმონიშვილი.
რუსთაველზე საპატრიარქოს ორგანიზებით "ღირსების მარშის" საწინააღმდეგო აქცია იმართება. აგრესიული და ჰომოფობიური ჯგუფები ძალადობენ მედიაზე და ხელს უშლიან ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში.


