Accentnews.ge
"სირცხვილია": ამ აგრესიაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პრემიერს"

"სირცხვილია": ამ აგრესიაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პრემიერს"

05/07/2021 09:27:50 საზოგადოება

მოძრაობა "სირცხვილია" ჰომოფობიური და რადიკალური ჯგუფების მიერ მათ ოფისში შეჭრის მცდელობას ეხმიანება და აგრესიაზე პასუხისმგებლობას პრემიერ–მინისტრს აკისრებს.

იგი შსს–ს მოუწოდებს, აღკვეთოს ძალადობა.

"მეგობრებო, მადლობა მხარდაჭერისთვის! სირცხვილიას არცერთი აქტივისტი არ დაშავებულა და ყველანი უსაფრთხოდ ვართ. ამ აგრესიაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პრემიერს, რომელმაც დღევანდელი განცხადებით მწვანე შუქი აუნთო მოძალადე ჯგუფებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებთ, დაიცვას კანონი და დაუყოვნებლივ აღკვეთოს ძალადობა", - წერს მოძრაობა "სირცხვილია".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S