Accentnews.ge
Covid-19-ის ორდღიანი სტატისტიკა – თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

Covid-19-ის ორდღიანი სტატისტიკა – თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

05/07/2021 09:18:38 საზოგადოება

საქართველოში ორი დღის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების 838 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 3-4 ივლისს მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მისივე ცნობით, გარდაიცვალა კიდევ 26 ადამიანი. ვირუსისგან 1515 პირი გამოჯანმრთელდა.

Covid-19-ის სტატისტიკა გუშინ არ განახლებულა.

ბოლო 48 საათში, ჩატარდა 23 081 ტესტი. 3-4 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.63 %

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 48 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 838 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 369 886-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3-4 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.63 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.85 ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.40%.

ბოლო 48 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 515 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 355 127-მდე.

ბოლო 48 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 373 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 838 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 406 შემთხვევა,
  • აჭარა - 96,
  • იმერეთი - 94,
  • ქვემო ქართლი - 14,
  • შიდა ქართლი - 1,
  • გურია - 1,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 6,
  • კახეთი - 144,
  • მცხეთა-მთიანეთი - 10,
  • სამცხე-ჯავახეთი - 38,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 360 საიდანაც: 3 030 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 742, აჭარაში - 163, იმერეთში - 393. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 649 პირი, მათ შორის, თბილისში - 331, აჭარაში - 32, იმერეთში -153. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი, მათგან თბილისში - 115, აჭარაში - 7, იმერეთში - 10. 785 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 578 - თბილისში, 195- აჭარაში. 5 545 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 88 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 79, ხოლო აჭარაში - 7.სულ 6 ოქტომბრიდან - 4 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 928 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 830 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 452, პირი, აჭარაში - 508, იმერეთში - 740.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S