Accentnews.ge
აქციაზე დაშავებული ორი პირის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო

აქციაზე დაშავებული ორი პირის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო

05/07/2021 08:37:55 საზოგადოება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე მოვლენებისას, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფებოდა. ექიმებმა პირველადი სამედიცინო დახმარება 2 მოქალაქეს გაუწიეს. ორივე მოქალაქე ჰოსპიტალიზებული იქნა თბილისში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S