Accentnews.ge
რადიკალური ჯგუფები „სირცხვილიას“ ოფისთან მივარდნენ და ძალადობენ

რადიკალური ჯგუფები „სირცხვილიას“ ოფისთან მივარდნენ და ძალადობენ

05/07/2021 08:33:40 საზოგადოება

მოძალადეები „სირცხვილიას“ ოფისთან მივარდნენ და სასტიკად გაუსწორდნენ „ტვ პირველის“ ოპერატორს, რომელიც ადგილზე მიმდინარე მოვლენების გადაღებას ცდილობდა. დამტვრეულია აპარატურა.

აგრესიული ჯგუფის წევრები კონფლიქტში შევიდნენ ადგილზე მცხოვრებ მოქალაქეებთან, რომელთაც მიმდინარე მოვლენებთან კავშირი არ აქვთ – ესვრიან ქვებს. მოგეხსენებათ, „სირცხვილიას“ ოფისი საცხოვრებელ კორპუსშია განთავსებული.

მოვლენების ასახვას ცდილობდა „ფორმულას“ ჟურნალისტი ლუკა ხაჩიძე და შემდეგ აგრესიის სამიზნე ისიც გახდა. ჟურნალისტი ქვების დაშენის შემდეგ იძულებული გახდა, შეეწყვიტა გადაღება. პოლიციელებმა ჟურნალისტი ერთგვარი კორდონით გამოიყვანეს.

ოფისზე თავდასხმის დროს „სირცხვილიას“ წევრები ოფისში არ იმყოფებოდნენ. როგორც ირკვევა, ოფისში მყოფმა პირებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ აგრესიული ჯგუფის წევრები მათზე თავდასხმას აპირებდნენ და ტერიტორია საკუთარი ძალებით დატოვეს. მათ მსგავსი შეტყობინენა შსს–დან არ მიუღიათ. მეტიც, რამდენიმე პოლიციელი ადგილზე მხოლოდ ძალადობრივი ჯგუფების მობილიზების შემდეგ მივიდა.

„სირცხვილიას“ წევრი გიგა მაქარაშვილის ამბობს, რომ რირსების მარში აუცილებლად გაიმართება:

„ძალიან სამწუხაროა, ის რაც გარეთ ხდება, მაგრამ ეს ვერარანირად ვერ შეცვლის ჩვენს გეგმებს, პრაიდი აუცილებლად დაიხურება მარშით.

ალბათ ყველას გყავთ სანაცნობო, სამეგობრო, სანათესაოში ადამიანი ამ თემის წევრი, რომელიც განიცდის შევიწროებას და მათი უფლებები მუდმივად ირღვევა. ზუსტად იმისთვის, რომ მათი უფლებები აღარ ირღვეოდეს, ეს უნდა შედგეს როგორც ტრადიცია და ტრადიცია უნდა დავამკვიდროთ, რომ ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში ადამიანები არ დაიყოფიან რელიგიური თუ სხვადასხვა ნიშნით და მათი კონსტიტუციური უფლებები იქნება გარანტირებული“, – ამბობს მაქარაშვილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S