"არ ვაპირებთ, შიშმა გაგნგვისაზღვროს დღის წესრიგი, "ღირსების მარში" აუცილებლად შედგება"
05/07/2021 08:23:50 საზოგადოება
თბილისში, რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი მოვლენების მიუხედავად, "თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ „ღირსების მარში“ აუცილებლად ჩატარდება.
მისი თქმით, მარშის მონაწილეები ეცდებიან ძალადობრივ ჯგუფებთან დაპირისპირებაში არ შევიდნენ და ღონისძიება მშვიდობიანად წარმართონ.
"ღირსების მარში" აუცილებლად შედგება. არ ვაპირებთ შიშმა გაგნგვისაზღვროს დღის წესრიგი. ჩენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ არ მშვიდობიანად ჩავატაროთ ეს მარში და არ მოვხვდეთ დაპირისპირებაში ამ ჯგუფებთან და გავართვათ თავი ამ მნიშვნელოვან გამოწვევას ჩვენი ქვეყნის წინაშე", - განაცხადა თაბაგარმა.


