მეუფე იაკობი "ღირსების მარშზე": "რუსეთმა რაც ოკუპაცია გააკეთა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, იმაზე უარესს დონეზე ავიყვან კიდევ ამას"
05/07/2021 07:57:17 საზოგადოება
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სადაც ცოტა ხნის წინ ძალადობრივი ჯგუფებმა ტერიტორია დაარბიეს, ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი მივიდა და ჰომოფობიური განცხადება გააკეთა.
სასულიერო პირი "თბილისი პრაიდის" ღონისძიებას რუსულ ოკუპაციას ადარებს.
"რას უწოდებთ "ღირსების მარშს"? მაგას უნდა დაერქვას ლგბტ მარში. ღირსება სხვა რამეა. ისინი პროპაგანდას რასაც უწევენ არ შეიძლება. არავინ არ უვარდება მაგათ. თავისუფლება გავრცობადი თემაა. თავისუფლება იმას არ ნიშნავს, რაც გინდა ის აკეთო. თუ ლუდის დალევაზე ქუჩაში 200–ლარიანი ჯარიმაა, მაგის პროპაგანდა ნუთუ შესაძლებელია? პირდაპირ გეტყვით, მე როგორ ვუყურებ ამას: რუსეთმა რაც ოკუპაცია გააკეთა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, იმაზე უარესს დონეზე ავიყვან კიდევ ამას. იმიტომ, რომ იმას მაინც დავიბრუნებთ და როდესაც მეობას და სულიერებას და სხვა და სხვა ხალხის ტრადიციებს ეხება და ძალით რომ უნდათ მოახვინ თავზე. შეხედეთ ახლა თვითონ ხომ არ გამოდიან, ელჩების გარემოცვით უნდათ რომ გააკეთონ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ქვეყანაში არც ერთ სხვა ქვეყანას არ ესაქმება. მასეთი ქვეყანა არ გვინდა ჩვენ, რომ სხვებმა გვმართონ", - აცხადებს მეუფე იაკობი.


