კონტრაქციაზე სასულიერო პირი „ტაბურეტკით“ გამოჩნდა
05/07/2021 07:55:41 საზოგადოება
ერთ–ერთი სასულიერო პირი რუსთაველის გამზირზე, რადიკალური ჯგუფების მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე სკამით გამოჩნდა. თემის კომენტირებისას სასულიერო პირმა განაცხადა, რომ სკამი საფრთხეს არ წარმოადგენს და როგორც ირწმუნება, მხოლოდ დასასველებმად აქვს თან წამოღებული.
ინფორმაციისთვის: 2014 წელს „პრაიდის“ ღირსების მარშზე ახსოვს საზოგადოებას სასულიერო პირი, რომელიც „ტაბურეტკით“ დასდევდა მარშის მონაწილეებს.
ამ დროისთვის აქციაზე მრავლად ადამიანია მობილიზებული. ისმის ძალადობრივი მოწოდებები და თავს ესხმიან ჟურნალისტებს. ადგილზე არაა პოლიციის სათანადო მობილიზება.
მთავრობა „ღირსების მარშის“ მონაწილეებს ალტერნატიულ ლოკაციას –დახურულ სივრცეს სთავაზობს. ღირსების მარშის ორგანიზატორებმა მიმდინარე პროცესები ინსტიტუციურ კრიზისად შეაფასეს.


