"პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა პარლამენტთან მდებარე კარვები დაარბიეს
05/07/2021 06:53:24 საზოგადოება
"პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა თბილისში, პარლამენტთან მდებარე "კარვები ქალაქი" დაარბიეს.
ამ დროისთვის ყველა კარავი დაშლილია. დაამტვრიეს ბანერები.
"პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა სრულად გადაკეტეს რუსთაველის გამზირი.
ადგილზე ამ დრომდე დაძაბულობაა.
პარლამენტის წინ რამდენიმე კარავი იყო გაშლილი. მათი ნაწილი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს ეკუთვნოდათ და ისინი საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებდნენ.
რუსთაველის გამზირზე კარვები ჰქონდათ განთავსებული მალხაზ მაჩალიკაშვილს და თამარ ბაჩალიაშვილის მამას. ისინი თავიანთი შვილების საქმეების სამართლიან და მიუკერძოებელ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
ამასთან, პარლამენტის წინ კარავი ჰქონდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმასაც, რომელიც წლებია, ძმის გათავისუფლებას ითხოვს.
ბოლო პერიოდში პარლამენტის წინ კარვების აღებაზე “ქართული ოცნების” წევრებიც მიუთითებენ.


