Accentnews.ge
"ძალიან მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურისა და შსს-ს ხელში ვართ"

"ძალიან მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურისა და შსს-ს ხელში ვართ"

24/07/2019 13:04:13 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, სამართალი

TBC–ს დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მის დაკავებას არ გამორიცხავს. როგორც ბიზნესმენმა საგამოძიები უწყებაში შესვლამდე განაცხადა, სადაც ბრალდების დადგენილება უნდა ჩაიბაროს, ქვეყანა ქაოსშია, ამიტომ ვერაფერს გამორიცხავს და ყველაფრისთვის მზადაა.

მან პროკურატურის გადაწყვეტილებას ბრალის წარდგენის თაობაზე, შოუ უწოდა.   

"არასდროს არაფერს გამოვრიცხავ, მით უმეტეს, იმ ქაოსში, რაშიც დღეს ქვეყანაა. სამწუხაროდ, ქაოსში, რომელიც არ არის ორიენტირებული მშენებლობაზე, ხვალინდელ დღეზე, ორიენტირებულია ერთმანეთის ჩაძირვაზე, ჭორაობაზე, ყველაფერისთვის მზად ვარ. ვერავინ ვერავის შეაშინებს. ამ ქალაქში გავიზარდე და ძალიან ბევრი რამ მინახავს, რომ ასეთი შოუებისთვის გულის ფანცქალი არ დამეწყოს. ჩვენ ტრანზაქციასთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მივაწოდეთ. ამის გამოკვლევა ჩაატარა აუდიტორულმა კომპანიამ და რაც მათ დღეს გააჟღერეს, სრული აბსურდია. ძალიან მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურის და შს სამინისტროს ხელში ვართ",– განაცხადა ხაზარაძემ.  

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S