Accentnews.ge
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

04/07/2021 17:20:24 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აცრების დაჯავშნის ელექტრონული პორტალი აღდგენილია.

მისი ცნობით, ამ დროისთვის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია „სინოფარმის“ ვაქცინით აცრის მსურველთა 14 ათასამდე ჯავშანი.

„გაცნობებთ, რომ გუშინდელი ძლიერი კიბერშეტევის შემდეგ აღდგენილია და ფუნქციონირებს აცრების დაჯავშნის ელექტრონული პორტალი https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/ .

ამ დროისთვის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია „სინოფარმის“ ვაქცინით აცრის მსურველთა 14 ათასამდე ჯავშანი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, დროულად იზრუნონ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის ჯავშნის რეგისტრაციაზე მათთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S