Accentnews.ge
კელი დეგნანი - მათ, ვისაც სურთ, ძალადობით და ზიზღით ხელი შეუშალონ მშვიდობიან მსვლელობას,  ისინი არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას

კელი დეგნანი - მათ, ვისაც სურთ, ძალადობით და ზიზღით ხელი შეუშალონ მშვიდობიან მსვლელობას,  ისინი არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას

04/07/2021 15:17:15 საზოგადოება

მათ, ვისაც სურთ, რომ ხელი შეუშალონ მშვიდობიან მსვლელობას ძალადობით და ზიზღით, ისინი არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განაცხადა.

ელჩის თქმით, საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქის უფლებების დაცვას და მათ შორის არის თავისუფალი, მშვიდობიანი შეკრების და აზრის გამოხატვის უფლება.

„მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება აზრი იყოს წინააღმდეგობრივი ან არაპოპულარული, ჩვენ ძალიან ვაფასებთ შსს-ს ძალისხმევას ამ უფლების დაცვის თვალსაზრისით. ეს საკმაოდ რთული საქმეა პოლიციელებისთვის, თუმცა გვჯერა, რომ საქართველოს პოლიციელებს აქვთ სათანადო უნარები, რომ საშუალება მისცენ აქციის მშვიდობიან მონაწილეებს, გამოხატონ თავისი უფლება. მათ ვისაც სურთ, რომ ხელი შეუშალონ ამ მშვიდობიან მსვლელობას ძალადობით და ზიზღით, ისინი არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას“, – განაცხადა დეგნანმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S