Accentnews.ge
Covid-19-ის დღევანდელი სტატისტიკა არ განახლებულა, ვაქცინაციაზე რეგისტრაცია კი ხარვეზებით მიმდინარეობს

Covid-19-ის დღევანდელი სტატისტიკა არ განახლებულა, ვაქცინაციაზე რეგისტრაცია კი ხარვეზებით მიმდინარეობს

04/07/2021 13:07:39 საზოგადოება

Covid-19-ის დღევანდელი სტატისტიკა არ განახლებულა. stopcov.ge-ზე ამ დრომდე გუშინდელი მონაცემებია ასახული.

ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა გუშინაც. განახლებული მონაცემები თითქმის 4–საათიანი დაგვიანების შემდეგ გამოქვეყნდა.

როგორც წესი, stopcov.ge-ზე სტატისტიკა დილის 11 საათისთვის ახლდება.

გუშინ ამ პრობლემის მიზეზად, ბაზაში შეფერხება დასახელდა.

რაც შეეხება ვაქცინაციაზე რეგისტრაციას, Booking.moh.gov.ge-ზე მოქალაქეებს აცრებზე რეგისტრაცია უკვე შეუძლიათ, თუმცა პორტალზე გარკვეული ხარვეზები კვლავ რჩება.

შეგახსენებთ, ორი დღის განმავლობაში მოქალაქეები ჯერ საიტზე ვერ შედიოდნენ, შემდგ კი ვერ რეგისტრირდებოდნენ.

3 ივლისს ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ საიტზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება კიბერშეტევის მუხლით დაიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S