გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდა
04/07/2021 12:04:23 ეკონომიკა
გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდა. ავიაკომპანიამ, რომელიც დიუსელდორფის აეროპორტშია ბაზირებული, თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა.
Eurowings დიუსელდორფსა და თბილისს შორის, დღეიდან ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით მოახდენს. ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 2017 წლიდან აქტიურად მუშაობდა ავიაკომპანია Eurowings-თან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით.


