Accentnews.ge
მასშტაბური კიბერშეტევის შედეგად შვედეთში სასურსათო ქსელის 800 მაღაზია დაიკეტა

მასშტაბური კიბერშეტევის შედეგად შვედეთში სასურსათო ქსელის 800 მაღაზია დაიკეტა

03/07/2021 18:23:39 მსოფლიო

მას შემდეგ, რაც ფლორიდაში ბაზირებულ ინტერნეტ ტექნოლოგიების კომპანია „კასეიაზე“ კიბერშეტევა განხორციელდა, შვედეთში Coop - ის სასურსათო ქსელის 800 მაღაზია დაიკეტა.

როგორც ირკვევა, ქსელში სალარო აპარატების მართვა ვერ შეძლეს. რის გამოც კომპანია იძულებული გახდა მაღაზიები დაეხურა.

როგორც ირკვევა, შვედეთში შეფერხდა სახელმწიფო რკინიგზის მომსახურებაც და გარკვეული სააფთიაქო ქსელებისაც, რომლებიც ტექნოლოგიების კომპანია „კასეიასთან“ თანამშრომლობენ.

თავდაცვის მინისტრმა პიტერ ჰულთქვისტმა შვედეთის ტელევიზიას განუცხადა, რომ თავდასხმა "ძალიან სახიფათო" იყო და აჩვენა, თუ როგორ სჭირდებათ ბიზნესსა და სახელმწიფო უწყებებს მზაობის გაუმჯობესება.

ცნობისთვის: აშშ-ის კომპანიებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა. მედიის ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმის სამიზნე 200-მდე ამერიკული კომპანია გახდა, რომლებსაც სისტემების განბლოკვისთვის გამოსასყიდი მოსთხოვეს.

კიბერშეტევა განხორციელდა ფლორიდაში ბაზირებულ ინტერნეტ ტექნოლოგიების კომპანია „კასეიაზე“.

კიბერუსაფრთხოების კომპანია „ჰანთრეს ლაბის“ ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, რუსეთთან დაკაშირებული დაჯგუფება „რევილი“ დგას.

„კასეიაში“ აცხადებენ, რომ კომპანიის ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც კორპორატიულ სერვერებზე, კომპიუტერებსა და ქსელურ მოწყობილობებზე მუშაობს, შესაძლოა, შეტევის შემდეგ კომპრომეტირებული იყო.

კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს, რომლებიც „ვიესეი“ (VSA) ინსტრუმენტს იყენებენ, სერვერები დაუყოვნებლივ გათიშონ.

„რევილი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი კიბერდანაშულებრივი დაჯგუფებაა. აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაჯგუფება მაისში მსოფლიოში ხორცის უდიდესი მიმწოდებლის, „ჯეიბიესის“ (JBS) პარალიზებაში დაადანაშაულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S