Accentnews.ge
ადამიანები ბელრუსიდან გაქცევას ცდილობენ – ლიეტუვამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ადამიანები ბელრუსიდან გაქცევას ცდილობენ – ლიეტუვამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

03/07/2021 11:21:01 მსოფლიო

ბელარუსის მხრიდან მიგრანტების ნაკადის ზრდის გამო ლიეტუვის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღება არა გაზრდილ საფრთხეს, არამედ ლოჯისტიკისა და დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებას უკავშირდება.

თავის მხრივ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ ლუკაშენკო ცდილობს მიგრაციის საკითხი იარაღად გამოიყენოს, რათა სანქციების საკითხზე ლიეტუვის მტკიცე განწყობა შეასუსტოს.

ცნობისთვის: მიმდინარე წელს 822 არალეგალი მიგრანტი შეეცადა ბელარუსიდან ლიეტუვაში შესვლას, რაც ათჯერ უფრო მეტია, ვიდრე 2020 წლის მაჩვენებელი. ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში საზღვრის არალეგალუად კვეთა 100–ზე მეტმა ადამიანმა სცადა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S