Accentnews.ge
თბილისი და ორი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და ორი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

03/07/2021 11:10:56 საზოგადოება

რამდენიმესაათიანი დაგვიანებით მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ–გვერდზე კოვიდ–სტატისტიკა გამოქვეყნდა. ოფიციალურ მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების 1 026 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 381 პირი, გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 002 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 024 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 978 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.11 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.79 ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.28%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 026 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 633 შემთხვევა,
  • აჭარა – 38,
  • იმერეთი – 105,
  • ქვემო ქართლი – 52,
  • შიდა ქართლი – 44,
  • გურია – 5,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 44,
  • კახეთი – 81,
  • მცხეთა-მთიანეთი – 15,
  • სამცხე-ჯავახეთი – 7,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 063 საიდანაც:

  • 2 907 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 639, აჭარაში – 167, იმერეთში – 381.
  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 620 პირი, მათ შორის, თბილისში – 311, აჭარაში – 31, იმერეთში -145.
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 159 პირი, მათგან თბილისში – 110, აჭარაში – 7, იმერეთში – 8.
  • 747 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 553 – თბილისში, 182- აჭარაში.
  • 6 409 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
  • საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 84 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 80, ხოლო აჭარაში – 4.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S