ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია კვლავ ვერ ხერხდება – პორტალი პარალიზებულია
03/07/2021 08:22:22 საზოგადოება
Sinopharm-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 12:00 საათზე ვერ დაიწყო - რეგისტრაციის პორტალი პარალიზებულია. ამ წუთებში საიტის ტექნიკური განახლება მიმდინარეობს. უცნობია, რამდენ ხანში ექნებათ მოქალაქეებს შესაძლებლობა, ისარგებლონ სპეციალური ვებ-გვერდით და აცრისთვის დარეგისტრირდებიან.
შეგახსენებთ, რომ Sinopharm-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათიდან უნდა დაწყებულიყო.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში Sinopharm-ის ვაქცინით დაიწყება, რასაც რამდენიმე დღეში Sinovac-ით ვაქცინაცია დაემატება.
Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა უკვე საქართველოშია და როგორც დაანონსდა, 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია იწყება.


