ვებ–გვერდი, რომელზეც “სინოფარმით” აცრის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ, ამ დროისთვის არ მუშაობს
03/07/2021 08:07:18 საზოგადოება
ვებ–გვერდი booking.mov.gov.ge, რომელზეც “სინოფარმით” აცრის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ, ამ დროისთვის [12:06] არ მუშაობს.
ვებგ–ვერდზე შესვლისას მომხმარებელს ხვდება ტექსტი: “გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს ტექნიკური განახლება. ბოდიშს გიხდით დროებითი შეფერხებისთვის”.
"აქცენტი" დაავადებათა კონტროლის ცენტრში ცდილობს, გაარკვიოს რამ გამოიწვია შეფერხება.
ცნობისთვის: გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ “სინოფარმის” ახალ დოზებზე რეგისტრაცია 3 ივლისის 12:00 სთ–დან, ვაქცინაცია კი 5 ივლისიდან დაიწყებოდა.
„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა საქართველოში 2 ივლისს შემოვიდა. მათგან 500 000 დოზა „სინოფარმია“, 500 000 დოზა კი, „სინოვაკი“.



