"ძალიან საშიშ ვითარებაში ვართ, საავადმყოფოები შეიძლება კვლავ გადაივსოს"
03/07/2021 07:48:05 მსოფლიო, საზოგადოება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ Covid-19-ის დელტა ვარიანტი, რომელიც ასევე ინდური შტამის სახელით არის ცნობილი, ძალიან სწრაფად ვრცელდება.
მისი თქმით, იმ ქვეყნებში სადაც, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს, შესაძლოა, მალე საავადმყოფოები ისევ გადაივსოს.
"დელტა სწრაფად ხდება დომინანტური შტამი ბევრ ქვეყანაში. ძალიან საშიშ ვითარებაში ვართ. იმ ქვეყნებში სადაც, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს, შესაძლოა, მალე საავადმყოფოები ისევ გადაივსოს. ვაქცინაცია პანდემიის შესაჩერებლად საუკეთესო გზაა. ამით გადავარჩენთ სიცოცხლეებს და მსოფლიო ეკონომიკაც გაუმჯობესდება", – განაცხადა მან.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა აღნიშნა, დელტა ვარიანტი უკვე 98 ქვეყანაში ცირკულირებს.
ამასთან, მან მოსახლეობას კოვიდ–რეგულაციების ზედმიწევნით დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.


