დღეიდან "სინოფარმზე" რეგისტრაცია იწყება
03/07/2021 07:00:46 საზოგადოება
დღეიდან საქართველოში მასობრივი ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია იწყება. ვაქცინაცია "სინოფარმით" 12:00 სთ–დან დაიწყება, რამდენიმე დღეში კი "სინოვაკიც" დაემატება.
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნის მსურველები უნდა ეწვიონ ვებგვერდს – booking.moh.gov.ge ან დარეკონ ნომერზე 15 22.
ვაქცინაცია ორშაბათიდან, 5 ივლისიდან დაიწყება.
"ორშაბათს, დილისთვის ყველა მუნიციპალიტეტს და ყველა ამცრელ დაწესებულებას ექნება ვაქცინების შესაბამისი დოზები. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს დისტრიბუცია მოხდება ცენტრალური, დაავადებათა კონტროლის ცენტრის საწყობიდან. კვირას, დღის მეორე ნახევარში, დღის ბოლომდე ყველა ამცრელი დაწესებულება მზად იქნება, რომ დაიწყოს აცრები", - განაცხადა გუშინ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა საქართველოში 2 ივლისს შემოვიდა. მათგან 500 000 დოზა „სინოფარმია“, 500 000 დოზა – „სინოვაკი“.


