Accentnews.ge
„აუცილებელია, შესრულდეს ჩვენი დაპირებები“ – პრეზიდენტი მოსამართლეებთან დაკავშირებულ პროცესს ეხმიანება

„აუცილებელია, შესრულდეს ჩვენი დაპირებები“ – პრეზიდენტი მოსამართლეებთან დაკავშირებულ პროცესს ეხმიანება

02/07/2021 15:23:38 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით მას პირადად არანაირი გზავნილი აშშ-ის ელჩის მხრიდან არ მიუღია, თუმცა მნიშვნელოვნად თვლის გაცემული დაპირებების შესრულებას.

„მე გზავნილებს არ ვღებულობ, ვარ ქვეყნის პრეზიდენტი და არ უნდა მივიღო გზავნილები. ყველანი ვართ ჩართულები ამ პროცესებში და აუცილებელია, რომ ეს წავიდეს წინ, შესრულდეს ყველა ის დაპირებები, რაც ჩვენ გავაკეთეთ და რაც იქნა გაკეთებული, მე დარწმუნებული ვარ, რომ გავალთ ამ პროცესის ბოლოში",– განაცხადა პრეზიდენტმა კელი დეგნანის რეზიდენციაში გამართული მიღების შემდეგ.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის დაწყებული პროცესი და არ დაამტკიცოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატები მოსამართლეებად, თუმცა მმართველი გუნდი პროცესს არ აჩერებს.

იხილეთ ასევე: „ოცნების“ სიჯიუტის ფასი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S