Accentnews.ge
რუსეთში პაციენტების გარდაცვალების რეკორდულ მაჩვენებელს „ინდურ შტამს“ უკავშირებენ

რუსეთში პაციენტების გარდაცვალების რეკორდულ მაჩვენებელს „ინდურ შტამს“ უკავშირებენ

02/07/2021 14:51:16 მსოფლიო

რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 23 218 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ამასთან, ქვეყანაში ვირუსით კიდევ 679 პაციენტი დაიღუპა, რაც ერთ დღეში დაღუპული კოვიდ–ინფიცირებული პაციენტების ყველაზე მაღალი რაოდენობაა პანდემიის დაწყების დროიდან.

უნდა აღინიშოს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის „ინდური შტამი“ ცირკულირებს, სწორედ აღნიშნულს უკავშირებენ ბოლო კვირის განმავლობაში რუსეთში კოვიდ–ინფიცირებულთა გარდაცვალების რეკორდულ რაოდენობას.

გარდა ამისა, ქვეყნის ჯანდაცვის უწყებამ რუსეთში ახალი შტამის „დელტა +“–ის გამოვლენის შესახებ განაცხადა.

პლატფორმა worldometer-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და საფრანგეთის შემდეგ მსოფლიოში მე-5 ადგილზეა.

ინფორმაციისთვის: გაერთიანებულ სამეფოში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 46% -ით გაიზარდა, თუმცა როგორც ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვა იუწყება, საავადმყოფოებში გადაყვანილი პაციენტების პროპორციული ზრდა არ ფიქსირდება, რასაც ვაქცინაციის პროგრამის წარმატების დადასტურებად მიიჩნევენ. ჯანდაცვის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სწორედ ეს აჩვენებს ცხადად ვაქცინის ორივე დოზის მიღების მნიშვნელობას.

„აიცერით, როგორც კი შესაძლებლობა მოგეცემათ. ეს დაგვეხმარება, გადავწყვიტოთ გადაცემის ჯაჭვი და ეს გადაარჩენს სიცოცხლეებს,“ - აღნიშნულია ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოკუმენტში.

„ინდური შტამის“ გავრცელების ფონზე საუკეთესო პრევენციად ვაქცინაცია, კვირაში ორჯერ ტესტის გაკეთება, პირბადის ტარება, პირადი ჰიგიენის და დისტანციის დაცვა სახელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S