ბრიტანეთში „ინდური შტამით“ ინფიცირების შემთხვევები 46% -ით გაიზარდა
02/07/2021 14:43:09 მსოფლიო
გაერთიანებულ სამეფოში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 46% -ით გაიზარდა, - ამის შესახებ მედია ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც მედია წერს, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევები იზრდება, საავადმყოფოებში გადაყვანილი პაციენტების პროპორციული ზრდა არ ფიქსირდება, რასაც ვაქცინაციის პროგრამის წარმატების დადასტურებად მიიჩნევენ. ჯანდაცვის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სწორედ ეს აჩვენებს ცხადად ვაქცინის ორივე დოზის მიღების მნიშვნელობას.
„აიცერით, როგორც კი შესაძლებლობა მოგეცემათ. ეს დაგვეხმარება, გადავწყვიტოთ გადაცემის ჯაჭვი და ეს გადაარჩენს სიცოცხლეებს,“ - აღნიშნულია ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოკუმენტში.
ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცნობით, გაერთიანებულ სამეფოში, საერთო ჯამში, ინდური ვარიანტით ინფიცირების 161 981 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 50 824 გასული კვირის განმავლობაში დადასტურდა.
„ინდური შტამის“ გავრცელების ფონზე საუკეთესო პრევენციად ვაქცინაცია, კვირაში ორჯერ ტესტის გაკეთება, პირბადის ტარება, პირადი ჰიგიენის და დისტანციის დაცვა სახელდება.
ინფორმაციისთვის: „ინდური შტამის“ გავრცელების პროცესი საქართველოშიც შეინიშნება.
უნდა აღინინოს, რომ ქვეყანაში უკვე შემოვიდა „სინოფარმისა“ და სინოვაკის“ გარკვეული დოზები და 5 ივლისიდან ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება.


