Accentnews.ge
აშშ–ში ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოცხადდა

აშშ–ში ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოცხადდა

02/07/2021 14:27:05 მსოფლიო

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოაცხადა და იუსტიციის დეპარტამენტს დაავალა, სიკვდილით დასჯის პრაქტიკას გადახედოს.

„იუსტიციის დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ფედერალურ სისხლის სამართლის სისტემაში ყველა არა მარტო შეერთებული შტატების კონსტიტუციითა და კანონებით გარანტირებული უფლებებით სარგებლობდეს, არამედ სამართლიანად და ჰუმანურად მოექცნენ“, - აცხადებს გარლანდი მაღალი თანამდებობის პირებისთვის მიწერილ წერილში.

განხილვის დასრულებამდე აშშ-ში ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯა არ განხორციელდება.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის იანვრამდე აშშ-ში ფედერალურ დონეზე 13 სასიკვდილო განაჩენი აღასრულეს. ბოლო 120 წლის განმავლობაში, ამ რაოდენობის ფედერალური პატიმარი აშშ-ის არც ერთი სხვა პრეზიდენტის მმართველობის დროს არ დაუსჯიათ სიკვდილით.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სიკვდილით დასჯის გაუქმების მომხრეა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S