Accentnews.ge
ამერიკელმა სამხედროებმა ბაგრამის ბაზა დატოვეს

ამერიკელმა სამხედროებმა ბაგრამის ბაზა დატოვეს

02/07/2021 14:20:21 მსოფლიო

აშშ-ისა და ნატო-ს ძალებმა ბაგრამის ავიაბაზა დატოვეს.

როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, ბაზაზე კონტროლს ავღანეთის შეიარაღებული ძალების განახორციელებენ.

შეგახსენებთ, რომ ბაგრამის ავიაბაზაზე ამერიკელი და ნატოელი სამხედროები 20 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განკარგულებით, მაისში ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის პროცესი დაიწყო. გეგმის მიხედვით, მათ ავღანეთი 11 სექტემბრამდე უნდა დატოვონ.

ავღანეთში მისია დაასრულეს ქართველმა სამხედროებმაც.

ცნობისთვის: ავღანეთიდან საერთაშორისო ძალების გასვლის პარალელურად, ქვეყანაში ძალადობა სულ უფრო მასშტაბური ხდება.

გაერო-ს ინფორმაციით, პირველი მაისის შემდეგ, რაც კოალიციურმა ძალებმა ავღანეთიდან გასვლა დაიწყეს, „თალიბანმა“ ავღანეთის 370 რაიონიდან 50-ზე მეტ რაიონზე დაამყარა კონტროლი.

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი აცხადებს, რომ სამთავრობო ძალებს ვითარების სრული კონტროლი შეუძლიათ. თუმცა ბევრი პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ავღანეთიდან აშშ–სა და ნატო–ს გამოსვლის შემდეგ ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ ქვეყანა "თალიბანის" კონტროლის ქვეშ მოექცევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S