მუნიციპალურ ავტობუსებში კონდიციონერის ჩართვასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია არ შეცვლილა
02/07/2021 14:11:40 საზოგადოება
მუნიციპალურ ავტობუსებში კონდიციონერის ჩართვასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია არ შეცვლილა.
კერძოდ, როგორც "აქცენტს" შრომის ინსპექციის სამსახურში განუცხადეს, ჯანდაცვის უწყების მიერ სექტორებისთვის შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, მუნიციპალურ ავტობუსებში კონდიციონერის ჩართვისას სატრანსპორტო საშუალების ფანჯრები ღია უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ივლისშიც იგივე რეკომენდაცია მოქმედებდა. როგორც იმჟამად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებდა, თუ ავტობუსებში კონდიციონერი ჩართული იქნებოდა, ფანჯრები ღია უნდა ყოფილიყო.


