„სინოვაკის“ და „სინოფარმის“ ვაქცინებზე რეგისტრაცია 3 ივლისიდან დაიწყება
02/07/2021 13:41:54 საზოგადოება
"სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინებზე რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება,– ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ღარიბაშვილი ამბობს, რომ მასობრივი იმუნიზაციის პროცესში, დღეში 20-25 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.
"ორშაბათიდან ჩვენ დავიწყებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივ ვაქცინაციას. მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 350 ბრიგადა გაიშლება, რომელიც დაკომპლექტებულია ექიმებით. ჩვენი გათვლებით, დღეში 20-25 ათასი აცრა უნდა ჩავატაროთ იმისათვის, რომ თვეში მინიმუმ ნახევარი მილიონი ადამიანის აცრა განვახორციელოთ", - თქვა ღარიბაშვილმა.
დღეს, 2 ივლისს, საქართვეოლოში მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა შემოვიდა.


