იტალიელი მეცნიერები: შექმნილია მოწყობილობა, რომელიც დახურულ სივრცეში კორონავირუსის ნაწილაკებს 50 მილიწამზე ნაკლებ დროში ანადგურებს
02/07/2021 12:20:01 მსოფლიო
იტალიელი მეცნიერების განცხადებით, მათ შექმნეს მოწყობილობა, რომელიც დახურულ სივრცეში კორონავირუსის ნაწილაკებს 50 მილიწამზე ნაკლებ დროში ანადგურებს.
როგორც ქალაქ ტრიესტიში მდებარე გენეტიკური ინჟინერიისა და ბიოტექნოლოგიის საერთაშორისო ცენტრის (ICGEB) მეცნიერი სერენა ზაკინია აცხადებს, აპარატი ლაზერული სხივების გამოყენების საშუალებით დახურულ სივრცეში, ჰაერში მდებარე ბაქტერიებს, მათ შორის, კორონავირუსის ნაწილაკებს ანადგურებს.
ზოგიერთი ექსპერტი მსგავსი აპარატების გამოყენების წინააღმდეგია. მათი თქმით, მოწყობილობამ შესაძლოა, სიმსივნის რისკები გაზარდოს. თუმცა თავად იტალიელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა "100%–ით უსაფრთხოა და ლაზერული სხივი ადამიანის კანთან კონტაქტში არ შედის".


