ფლორენციაში ტურისტებს ღამით სეირნობა აუკრძალეს
02/07/2021 11:49:44 მსოფლიო
იტალიამ ტურისტების მიღება განაახლა. თუმცა როგორც CNN იუწყება, პანდემიის დროს ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით ქალაქ ფლორენციის ხელისუფლებამ ტურისტებს ქალაქის ქუჩებში ღამით სეირნობა აუკრძალა.
გამოცემის ცნობით, ხალხს საღამოს 9 საათიდან დილი 6 საათამდე ქალაქის ისტორიულ უბნებში გადაადგილების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ, თუ ისინი ამა თუ იმ უბანში მდებარე ბარს ან რესტორანს ეწვევიან.
ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ უკვე მოაწერა ხელი შესაბამის განკარგულებას, რომელიც ძალაში შაბათის ჩათვლით არის. როგორც მერიაში აცხადებენ, გაგრძელდება თუ არა აღნიშნული შეზღუდვა, მოქალაქეებს შაბათს შეატყობინებენ.
ამასთან, აკრძალულია ბაზილიკა "სანტო სპირიტოს“ კიბეებზე საკვების ან სასმელის მიღება. დადგენილი წესის დამრღვევს 400–დან 1000 ევრომდე ოდენობის ჯარიმა ემუქრება.


