Accentnews.ge
ბრიტნი სპირსს კონგრესში იწვევენ

ბრიტნი სპირსს კონგრესში იწვევენ

02/07/2021 11:35:28 მსოფლიო

ცნობილი ამერიკელ მომღერალს, 39 წლის ბრიტნი სპირსს კონგრესში იწვევენ.

„ამერიკის სასამართლო სისტემა ცუდად მოგეპყროთ. ის, რაც თქვენ გადაგხდათ არც ერთ სხვა ამერიკელს არასდროს არ უნდა დაემართოს. კონგრესს შეუძლია უკეთესობისკენ სიტუაციის შეცვლა,“ – ნათქვამია წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წარმომადგენლების წერილში.

საქმე იმაშია, რომ სპირსის მამა 13 წელია, მომღერლის მეურვეა, რის გამოც სპირსი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს საკუთარ ფინანსებთან და პირად ცხოვრებასთნ დაკავშირებით. მომღერლის თქმით, მის ქონებას, კარიერას, ჯანმრთელობას და პირადი ცხოვრების სხვა ასპექტებს მამამისი განკარგავს. სპირსის თქმით, მას საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ დაუნიშნეს მედიკამენტი, რომელიც ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ გამოიყენება. მომღერლის განცხადებით, აღნიშნული მედიკამენტი მას თავს აგრძნობინებს ისე, თითქოს ნასვამია და ართმევს საუბრის უნარს.

უკვე თვეებია, მომღერალი საკუთარ თავზე მეურვეობისთვის სასამართლოში იბრძვის. წინა სხდომაზე სასამარტლომ მომღერლის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

შემდეგი პროცესი 14 ივლისს არის ჩანიშნული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S