რუმინეთის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა
02/07/2021 11:21:12 მსოფლიო
რუმინეთის ქალაქ კონსტანცასთან, ქვეყნის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია ხუთი ადამიანი, ერთი დაკარგულად ითვლება.
კომპანია „პეტრომიდიას“ ქარხანის ადმინისტრაციის ცნობით, აფეთქების შემდგ საწარმოში ტექნოლოგიური პროცესები წარმატებით შეაჩერეს.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.


