Accentnews.ge
CNN: NATO-ს ისტორიაში პირველად, ალიანსის წევრს ბავშვების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებაში ამხელენ

CNN: NATO-ს ისტორიაში პირველად, ალიანსის წევრს ბავშვების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებაში ამხელენ

02/07/2021 10:59:32 მსოფლიო

შეერთებულმა შტატებმა თურქეთი იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლებიც ბავშვებს ჯარისკაცებად იყენებენ,– იუწყება CNN.

გავლენიანი ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ ეს მსგავს სიაში ნატო-ს წევრის შეყვანის პირველი შემთხვევაა და ვაშინგტონსა და ანკარას შორის დაძაბულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გართულებას პროგნოზირებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, თურქეთი მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა სირიის ოპოზიციურ დაჯგუფებას – „სულთან მურადის დანაყოფს“ სირიაში, რომელიც ბავშვებს ჯარისკაცებად წვრთნიდა და იყენებდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე მიუთითეს ლიბიაში ბავშვების ჯარისკაცებად გამოყენებაზე.

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და დასავლელ მოკავშირეებს შორის უთანხმოების მიზეზს ანკარას მიერ რუსული სარაკეტო სისტემების შეძენა, სირიის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა, ადამიანის უფლებები, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის ქმედებები წარმოადგენს. ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებზე ასევე აისახა ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება.

აშშ–ისა და თურქეთის პრეზიდენტები 14 ივნისს ბრიუსელში ნატო-ს სამიტის ფარგლებში ორმხრივ ფორმატში შეხვდნენ. შეხვედრას „კარგი“ უწოდა ბაიდენმა, ერდოღანმა კი განაცხადა, რომ „არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S