თაბაგარი – "რიონის მცველებზე": "კვერი დაუკრეს საპატრიარქოს და ეს მაშინ, როცა ქვიარები მათი ბრძოლის ნაწილი იყვნენ პირველი დღიდან"
02/07/2021 09:28:35 საზოგადოება
"ღმერთო, რა სამარცხვინო და სამწუხარო განცხადებაა", - ასე ეხმიანება "თბილის პრაიდის" ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარი საზოგადოებრივი მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
მისი თქმით, მოძრაობამ "ფალავანდიშვილებს და საპატრიარქოს დაუკრა კვერი".
"საერთოდ არ მიხარია "I told you so" პოსტები ნამახვანის მოძრაობაზე. მერჩივნა მათი მხარდამჭერი განცხადება მენახა და პირიქით გვქონოდა სათქმელი. თუმცა არ გამართლდა მოლოდინები ამ მოძრაობის ლიდერების ღირებულებებზე. პრობლემურ ნაციონალისტურ და შოვინისტურ ნარატივებს, ტიპებმა ღიად ჰომოფობიაც და ძალადობის წახალისებაც დაუმატეს. კვერი დაუკრეს ფალავანდიშვილებს და საპატრიარქოს.ეს მაშინ, როცა ქვიარები მათი ბრძოლის ნაწილი იყვნენ პირველი დღიდან", – წერს თაბაგარი სოციალურ ქსელში.
მოძრაობა„რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აცხადებს, რომ „პრაიდი“ დიდ დარტყმას აყენებს ეროვნულ ერთობას.


