Accentnews.ge
როდიდან იგეგმება საქართველოში ელექტროენერგიაზე "ჭკვიანი მრიცხველების" მონტაჟი და ვისთვის იქნება იგი პირველ ეტაპზე სავალდებულო

როდიდან იგეგმება საქართველოში ელექტროენერგიაზე "ჭკვიანი მრიცხველების" მონტაჟი და ვისთვის იქნება იგი პირველ ეტაპზე სავალდებულო

02/07/2021 08:37:22 საზოგადოება

საქართველოში ელექტროენერგიაზე ე.წ. ჭკვიანი მრიცხველების მონტაჟი 1 ოქტომბრიდან დაიწყება. ამის შესახებ “საქმის კურსს” სემეკის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა სალომე ჯანელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, "ჭკვიანი მრიცხველები" პირველ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით იმ ახალი საცხოვრებელი კორპუსებისთვის იქნება სავალდებულო, რომლებიც ქსელთან 1 ოქტომბრიდან მიერთდებიან.

როგორც ჯანელიძე აღნიშნავს, "ჭკვიანი მრიცხველით" ეტაპობრივად ყველა ის მრიცხველი ჩანაცვლდება, რომელიც მომხმარებელს დღეს აქვს. თუმცა კონკრეტულად როდის უნდა დაიწყოს ძველი მრიცხველების ე.წ. ჭკვიანი მრიცხველებით ჩანაცვლება ჯერ–ჯერობით უცნობია.

“პირველ რიგში, ჭკვიანი მრიცხველების მონტაჟის ვალდებულება იმ მრავალბინიან კორპუსებზე გავრცელდება, რომლებიც ქსელთან მიერთდებიან 2021 წლის 1 ოქტომბრიდან. გარდა ამისა, მომხმარებელს ექნება საშუალება, თუ სურვილი ექნებათ, მიმართონ კომპანიებს და მოითხოვონ "ჭკვიანი მრიცხველების" დამონტაჟება”, – განაცხადა სალომე ჯანელიძემ.

ამასთან, როგორც იგი აცხადებს, "ჭკვიან მრიცხველებს" ტრადიციულ მრიცხველებთან შედარებით გარკვეული უპირატესობა აქვს:

“უპირველეს ყოვლისა, ის აძლევს შესაძლებლობას როგორც კომპანიებს, ასევე მომხმარებელს, დისტანციურად მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მრიცხველს დაუკავშირდნენ და მიიღონ ისეთი მონაცემები, როგორიცაა მოხმარებასა და ფასების შესახებ ინფორმაცია და სხვა […] გარდა ამისა, შესაძლებელი ხდება დროში დიფერენცირებული ტარიფებით დარიცხვა. მოგეხსენებათ საბითუმო ბაზარზე გადავდივართ ახალ პრინციპზე – საათობრივ ვაჭრობაზე, ანუ ელექტროენერგიის ფასი განსხვავებული იქნება საათების მიხედვით. როდესაც ძალიან მაღალია ელექტროენერგიაზე მოთხოვნა, პიკის საათებში, ბუნებრივია, მოთხოვნისა და მიწოდების პრინციპიდან ფასიც მაღლა აიწევს. ხოლო როცა შედარებით დაბალი იქნება მოთხოვნა, ამ დროს ელექტროენერგია იქნება შედარებით იაფი. სწორედ ამ პრინციპის საცალო ბაზარზე გადმოტანის შესაძლებელს მოგვცემს "ჭკვიანი მრიცხველები". მაგალითად, მომხმარებელს მისცემს საშუალებას, რომ სარეცხის მანქანა ჩართოს იმ დროს, როდესაც ელექტროენერგია შედარებით იაფია და ამგვარად დაზოგოს ხარჯები”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S