Accentnews.ge
ისრაელმა ღაზას სექტორზე მორიგი ავიაიერიში მიიტანა

ისრაელმა ღაზას სექტორზე მორიგი ავიაიერიში მიიტანა

02/07/2021 08:28:41 მსოფლიო

ისრაელმა ღაზას სექტორზე მორიგი ავიაიერიში განახორციელა.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, აღნიშნული ღაზადან ისრაელის მიმართულებით ხანძრის გამომწვევი ბურთების გაშვებას მოჰყვა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ამჯერად ავიაციამ ღაზას სექტორში „ჰამასის“ იარაღის ქარხანა დაბომბა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში იგივე მიზეზით 16 –18 ივნისსაც განახორციელა, რომელიც პირველი საჰაერო იერიში იყო მას შემდეგ, რაც მხარეებმა ეგვიპტის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 11-დღიანი შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ გააფორმეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S