Accentnews.ge
ივნისში წლიური ინფლაციის დონე 9.9%-ით გაიზარდა

ივნისში წლიური ინფლაციის დონე 9.9%-ით გაიზარდა

02/07/2021 07:59:35 ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2021 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.9% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2021 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაჩვენებელმა 5.9 % შეადგინა. თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.8%-ით განისაზღვრა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა ჯამში 8.8 %–ით, ტრანსპორტი – 22 %ით, ჯანმრთელობის დაცვა 11.6 %–ით, კომუნალური გადასახადები – 10.5 %–ით.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 %-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ზეთი და ცხიმი - 47.1%;
  • ბოსტნეული და ბაღჩეული - 16.6%;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 13.7%;
  • თევზეული - 11.1%;
  • რძე, ყველი და კვერცხი - 10.6%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 7.3%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 7.2%;
  • პური და პურპროდუქტები - 5.5%;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 5.3%.

ამასთან, ფასები შემცირებულია:

  • ხილსა და ყურძენზე - 19.5%;

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, მიზნობრივი წლიური ინფლაცია 3%–ია. ინფლაციაზეა დამოკიდებული რეფინანსირების განაკვეთის მოცულობა. ამჟამად იგი 9.5 %–ია. რეფინანსირების მომდევნო განაკვეთი 4 აგვისტოს განისაზღვრება. როგორც წესი, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის დონე მაღალია, ეროვნული ბანკი ზრდის რეფინანსირების განაკვეთს. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა კი მასზე დამოკიდებულ, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხებს აძვირებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S