თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
02/07/2021 06:59:02 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 964 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 607 პირი გამოჯანმრთელდა, 8 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ჩატარდა 28 190 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 696, „პისიარ“ ტესტით – 14 494.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,42 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,74 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,09 პროცენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 964 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 629 შემთხვევა,
- აჭარა - 25,
- იმერეთი - 77,
- ქვემო ქართლი - 54,
- შიდა ქართლი - 40,
- გურია - 9,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 30,
- კახეთი - 71,
- მცხეთა-მთიანეთი - 12,
- სამცხე-ჯავახეთი - 9,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 430 საიდანაც: 2 771 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 557, აჭარაში - 159, იმერეთში - 361. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 607 პირი, მათ შორის, თბილისში - 316, აჭარაში - 34, იმერეთში -137. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 158 პირი, მათგან თბილისში - 110, აჭარაში - 6, იმერეთში - 10. 620 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 425 - თბილისში, 182- აჭარაში. 6 039 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 118 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 114, ხოლო აჭარაში - 4.
სულ 6 ოქტომბრიდან - 1 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 907 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 065 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 454, პირი, აჭარაში - 631, იმერეთში - 779.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 368 022 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 353 231 პირი გამოჯანმრთელდა, 5 335 პაციენტი გარდაიცვალა.
სულ აცრილია 266 161 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 246.


