აშშ ჩინეთის ბირთვული შეიარაღების სწრაფი ზრდის გამო შეშფოთებულია
02/07/2021 06:42:58 მსოფლიო
აშშ ჩინეთის ბირთვული შეიარაღების სწრაფი ზრდის გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.
„ეს შემაშფოთებელია და აჩენს კითხვებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ზრახვებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ეს აძლიერებს ბირთვული საფრთხეების შესამცირებლად პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას“, – განაცხადა პრაისმა.
მანამდე, The Washington Post–მა გაავრცელა ინფორმაცია,, რომლის თანახმად, ჩინეთმა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე უდაბნოში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების 100-ზე მეტი გამშვები დანადგარის მშენებლობა დაიწყო.


