Accentnews.ge
თურქეთმა ქალებზე ძალადობის წინაღმდეგ მიმართული შეთანხმება დატოვა

თურქეთმა ქალებზე ძალადობის წინაღმდეგ მიმართული შეთანხმება დატოვა

02/07/2021 06:53:18 მსოფლიო

თურქეთმა 1 ივლისს ოფიციალურად დატოვა ქალებზე ძალადობის წინაღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ საერთაშორისო შეთანხმება. ამის შესახებ "ამნესტი ინთერნეშენელმა" განაცხადა და გადაწყვეტილებას "უგუნური და საშიში გზავნილი" უწოდეს, რადგან მოძალადეებმა შესაძლოა, თავი აარიდონ სასჯელს.

ერდოანი ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება ეს არ იქნება უკანგადადგმული ნაბიჯი ქალებისთვის, და გამოაცხადა ეროვნული მოქმედების გეგმა ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მოიცავს ისეთ მიზნებს, როგორიცაა სასამართლო პროცესების გადახედვა, დაცვის სამსახურების გაუმჯობესება და ძალადობის შესახებ მონაცემების შეგროვება.

ცნობისთვის: საერთაშორისო შეთანხმების მიხედვით, ქალებსა და მამაკაცებს თანაბარი უფლებები აქვთ და ის ავალდებულებს სახელმწიფოს, მიიღოს ზომები გენდერული ნიშნით ქალების წინააღმდეგ ძალადობის თავიდან ასარიდებლად; დაიცვან მსხვერპლი და პასუხისგებაში მისცენ დამნაშავეები. თურქეთის პრეზიდენტის სამსახურმა კი მარტში გამოსცა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კონვენცია "მიიტაცეს" მათ, ვინც "ცდილობს ჰომოსექსუალიზმის ნორმალიზაციას - რაც შეუთავსებელია თურქეთის სოციალურ და საოჯახო ფასეულობებთან".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S