საქართველოში კორონავირუსი კიდევ 30-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა
02/07/2021 06:41:20 საზოგადოება
კორონავირუსი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირებულ კიდევ 30-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა. ამის შესახებ დღეს მედიას შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ აცნობა.
საქართველოში მეორე დღეა, ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. პირველ დღეს, 1 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა 20-მდე აბიტურიენტს. შესაბამისად, ბოლო ორ დღეში ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარება ვერ შეძლო 50-მდე აბიტურიენტმა.
მათთვის, ვინც კოვიდ-ინფექციის გამო, გამოცდაზე დანიშნულ დროს ვერ გამოცხადდა, დამატებითი სესია დაინიშნება გამოცდის თარიღიდან არაუგვიანეს 14 დღისა.


