Accentnews.ge
"საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტს, თუმცა გასული წლის განმავლობაში უფრო ცოტა საქმეა გამოძიებული"

"საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტს, თუმცა გასული წლის განმავლობაში უფრო ცოტა საქმეა გამოძიებული"

02/07/2021 06:13:23 ეკონომიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოში ადამიანების ტრეფიკინგის კუთხით არსებული ვითარების თაობაზე მორიგ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტს, ქვეყანამ გასული წლის განმავლობაში უფრო ცოტა საქმე გამოიძია, უფრო მცირე რაოდენობის ეჭვმიტანილი გამოავლინა და უფრო ცოტა მსხვერპლის იდენტიფიცირება მოახდინა.

"ტრეფიკინგის აღმოფხვრის კუთხით საქართველოს მთვარობა აგრძელებს სერიოზული ძალისხმევის დემონსტრირებას. სწორედ ამიტომ, ქვეყანა კვლავ დარჩა პირველ საფეხურზე. მთავრობამ დააფუძნა შრომის ინსპექციის სამსახური, რომელიც მოიცავს იძულებით შრომის საკითხზე მომუშავე სპეციალურ განყოფილებას. ასევე შეიმუშავა მსხვერპლის სატატუსის მიღების ოფიციალური პროცესი, რაც "პერმანენტული ჯგუფის" საშუალებით ხდება. ეს ჯგუფი წარმოადგენს ხუთწევრიან საბჭოს, რომლის შემადგენლობაშიც არიან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეს არის გაუმჯობესება 2019 წლიდან", – ნათქვამია ანგარიშში

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შრომის ინსპექცია კვლავაც განიცდის თანამშრომლების, რესურსების და ტრენინგების დანაკლისს, რაც აუცილებელია ზედამხედველობის ფუნქციის შესასრულებლად.

"მთავრობამ არ შექმნა მიგრანტი მუშახელისთვის სამუშაო ნებართვების გაცემის სისტემა, ასევე არ გასცა ლიცენზია და არ გაუწია მონიტორინგი დამსაქმებელ სააგენტოებს. პოლიციამ ჩაატარა კომერციული სექსის დაწესებულებების რამდენიმე სპეცრეიდი, მკაფიო სტრატეგიისა და მსხვერპლთა გამოვლენის გარეშე. მოგვიანებით, მთავრობამ არასაკმარისი საჯაროობით წარმოადგინა ინფორმაცია ამ საქმიანობის შესახებ. ზოგიერთ შემთხვევაში გამოიკვეთა გამჭვირვალობის ნაკლებობა“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

ანგარიშში საქართველოსთვის შემდეგი რეკომენდაციებია გაცემული:

  • ტრეფიკინგში ბრალდებულთა საქმეების სისხლის სამართლის კოდექსის 143-1 და 143-2 მუხლებით გამოძიება;
  • ძალისხმევის გაძლიერება, რათა დროულად მოხდეს მსხვერპლთა, განსაკუთრებით სექსმუშაკების, შრომით საქმიანობაში ჩართული ბავშვების/უსახლკარო ბავშვების, დაუცველ შრომით სექტორში მომუშავე ქართველი და უცხოელი პირების იდენტიფიცირება;
  • რესურსების გაზრდა, რათა დაიგეგმოს სადაზვერვო და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სპეცოპერაციები მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომებით;
  • გამოძიებასთან მსხვერპლთა თანამშრომლობის ხელშეწყობა;
  • "პერმანენტული ჯგუფის" შესაძლებლობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, რათა მსხვერპლის იდენტიფიცირება ზუსტად მოხდეს;
  • სამართალდამცავი ორგანოების ეფექტიანობის გაუმჯობესება, მათ შორის, ტრენინგების ჩატარებით ფულის გათეთრებისა და ორგანიზებული დანაშაულის თაობაზე, რათა უწყებებმა რთული საქმეების გამოძიება დროულად და ეფექტურად შეძლონ;
  • შრომის ინსპექციის ეფექტიანობის გაზრდა, მათ შორის ტრენინგის ჩატარებით, რათა დროულად და ზუსტად შეძლონ მსხვერპლთა იდენტიფიცირება;
  • ზომების გაუმჯობესება, რათა მსხვერპლებს ძველი უფლებრივი მდგომარეობა აღუდგეთ, მათ შორის დაუბრუნდეთ ქონება. პროკურორებსა და მოსამართლეებს უნდა ჩაუტარდეთ ტრენინგი ქონების ჩამორთმევისა და იურიდიული დახმარების საკითხების შესახებ;
  • ტრეფიკინგის მოწყვლადობის თავიდან ასაცილებლად სამუშაო ნებართვების სისტემის შექმნა უცხოელი მიგრანტი მუშახელისთვის;
  • მეტი საინფორმაციო კამპანიების გამართვა ტრეფიკინგის თაობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით;
  • ტრეფიკინგის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გამჭვირვალობის გაზრდა და მთავრობის მიერ ტრეფიკინგის საწინააღმდეგო ძალისხმევაზე ინფორმაციის რეგულარულად გამოქვეყნება;

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S