Accentnews.ge
"პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქცია დასრულდა

"პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქცია დასრულდა

01/07/2021 19:32:56 საზოგადოება

"თბილისი პრაიდის" კვირეულის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით "პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქცია დასრულდა.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა შეუზღუდავად ხორციელდება.

ადგილზე სამართალდამცავების მცირე რაოდენობა კვლავ რჩება.

ცნობისთვის: "თბილისი პრაიდის" კვირეულის პირველი დღე და პირველი ღონისძიება ხმაურით დაიწყო. "პრაიდის" მოწინააღმდეგეები იმ ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ, სადაც კვირეულის ფარგლებში კინოჩვენება მიმდინარეობდა. თუმცა მათ პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევდა. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

ფილმის ჩვენებას "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები, მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა აშშ-ის საელჩოს დიპლომატს კვერცხი მოარტყეს. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც "პრაიდის" კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ კონოჩვენებაზე დასასწრებად მისული დიპლომატები შენობაში შედიოდნენ.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით 20 პირია დაკავებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S