Accentnews.ge
"პრაიდის" კვირეულის პირველი ღონისძიება დასრულდა, სტუმრები ტერიტორიას პოლიციის კორდონის საშუალებით ტოვებენ

"პრაიდის" კვირეულის პირველი ღონისძიება დასრულდა, სტუმრები ტერიტორიას პოლიციის კორდონის საშუალებით ტოვებენ

01/07/2021 17:42:06 საზოგადოება

"თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიება დასრულდა. პოლიციას სპეციალური დერეფანი აქვს გაკეთებული, რათა სტუმრებმა ტერიტორია უსაფრთხოდ დატოვონ.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ნაწილმა ტერიტორია უკვე დატოვა.

პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებსა და ღონისძიების სტუმრებს შორის გზა მიკროავტობუსებით ჩახერგეს, სავარაუდოდ, ღონისძიების მონაწილეებს ტერიტორიას სწორედ აღნიშული ტრანსპორტით დაატოვებინებენ.

პარალელურად, "პრაიდის" მოწინააღმდეგეები ბოთლებსა და კვერცხებს კვლავ ისვრიან.

დაკავებულების ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S