"პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა აშშ-ის საელჩოს დიპლომატს კვერცხი მოარტყეს
01/07/2021 16:00:41 საზოგადოება
"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა აშშ-ის საელჩოს დიპლომატს კვერცხი მოარტყეს.
ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც "პრაიდის" კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ კონოჩვენებაზე დასასწრებად მისული დიპლომატები შენობაში შედიოდნენ.
აღნიშნული ფაქტი "გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამაც დაადასტურა.
ფილმის ჩვენებას, რომელიც ამ წუთებში დახურულ სივრცეში იმართება, "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები, მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი ესწრებიან.
პოლიციამ ამ დროისთვის "პრაიდის" 11 მოწინააღმდეგე დააკავა.
როგორც "აქცენტს" შსს-ში განუცხადეს, მათი დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა.
ცნობისთვის: "თბილისი პრაიდის" კვირეულის პირველი დღე და პირველი ღონისძიება ხმაურით დაიწყო. "პრაიდის" მოწინააღმდეგეები იმ ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ, სადაც კვირეულის ფარგლებში კინოჩვენება მიმდინარეობს. თუმცა მათ პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.


