Accentnews.ge
თორნიკე რიჟვაძე: აჭარის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და „ხალხის ოპოზიცია“  დაიძაბა, ვინაიდან ბიუჯეტი არის მართლაც უპრეცედენტო

თორნიკე რიჟვაძე: აჭარის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და „ხალხის ოპოზიცია“  დაიძაბა, ვინაიდან ბიუჯეტი არის მართლაც უპრეცედენტო

01/07/2021 16:11:24 ეკონომიკა

აჭარის მთავრობის გასვლით სხდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის გაზრდილი ბიუჯეტის შესახებ ისაუბრა და ოპონენტების კრიტიკაზე გააკეთა კომენტარი.

,,აჭარის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და „ხალხის ოპოზიცია“, შეიძლება ითქვას დაიძაბა, ვინაიდან ბიუჯეტი თავისი პარამეტრით არის მართლაც უპრეცედენტო და ისტორიულ მაქსიმუმზე. ყველანაირად ცდილობდნენ, რომ მაქსიმალური დისკრედიტაცია მოეხდინათ ბიუჯეტის. ამავდროულად, ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს საპრივატიზაციო პროცესის დისკრედიტაციაც. ბუნებრივია, ამ ყველაფერში ჩვენ ვართ მაქსიმალურად გამჭვირვალე და ამავე დროს, ვართ მართლები, ამიტომ არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ ოდნავ მაინც ჩრდილი მიაყენონ ბიუჯეტს” - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S