Accentnews.ge
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების ნაწილმა პოლიციის კორდონი გაარღვია

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების ნაწილმა პოლიციის კორდონი გაარღვია

01/07/2021 14:30:11 საზოგადოება

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების ნაწილმა პოლიციის კორდონი გაარღვია. ისინი იმ ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ, სადაც კვირეულის ფარგლებში 19:00 საათზე კინოჩვენებაა დაგეგმილი.

სამართალდამცელებმა "პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა ნაწილი დააკავეს.

მანამდე „პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ღონისძიების მონაწილეებს ქვები, კვერცხები და ბოთლები ესროლეს. ისინი ითხოვენ, რომ არ ჩატარდეს კვირეული.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც „პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს "პრაიდის“ ღონისძიებაზე შეღწევის საშუალებას არ აძლევენ.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე.

იგი „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებსა და მათ მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ კანონის და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და პროტესტი მშვიდ ვითარებაში გამოხატონ.

ამასთან, როგორც სირაძემ აღნიშნა, სამართალდამცველების მიმართ თავდასხმის ან შეურაცხყოფის შემთხვევაში, ეს ქმედება მკაცრად დაისჯება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S